მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

გამოცხადება 7:1

1. შემდგომ ამისა, ვიხილე ოთხი ანგელოზი, ქვეყნის ოთხსავ კიდეზე მდგარი, და ეპყრათ ოთხი ქარი მიწისა, რათა არ ექროლა ქარს არც ხმელზე, არც ზღვაზე და არც რომელიმე ხის მიმართ.2. და ვიხილე სხვა ანგელოზი, მზის აღმოსავლით აღმომავალი, რომელსაც ჰქონდა ცოცხალი ღმერთის ბეჭედი, და ხმამაღლა შესძახა ოთხ ანგელოზს, რომელთაც მიეცა ვნება მიწის და ზღვისა:
გამოცხადება თავი 7
1. შემდგომ ამისა, ვიხილე ოთხი ანგელოზი, ქვეყნის ოთხსავ კიდეზე მდგარი, და ეპყრათ ოთხი ქარი მიწისა, რათა არ ექროლა ქარს არც ხმელზე, არც ზღვაზე და არც რომელიმე ხის მიმართ.
წიგნი 7
ანდრია კესარიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus

მოციქულისაჲ. (1) და შემდგომად ამისა ვიხილენ ოთხნი ანგელოზნი, მდგომარენი ოთხთა კიდეთა ქუეყანისათა. და ეპყრნეს ოთხნი ქარნი ქუეყანისანი, რაჲთა არა ქროდიან ქუეყანასა ზედა, არცა ზღუასა, არცა ხეთა.

თარგმანი. ისე ყოველი იქმნას მოსლვასა ანტჱსსა, რაჟამს ოთხნი იგი ანგელოზნი დგენ ოთხთა კიდეთა აღსრულებად ბრძანებათა ღმრთისათა. ხოლო დამჭირვაჲ ქართაჲ სოფლისა წესიერებისა დაჴსნაჲ არს და სატანჯველთა სახჱ, რამეთუ ქართა მიერ იზარდებიან ნერგნი და ივლების ზღუაჲ სამსახურებელად.

მოციქულისაჲ. (2) და ვიხილე სხუაჲ ანგელოზი, გარდამომავალი ზეცით, და აქუნდა ბეჭედი ღმრთისა ცხოველისაჲ. და ჴმა-უყო ჴმითა დიდითა ოთხთა მათ ანგელოზთა, რომელთა მიეცა ვნებაჲ ქუეყანისაჲ და ზღჳსაჲ.

თარგმანი. უზეშთაესი ძალი იხილა წმიდამან მან ანგელოზთაჲ, რომელი უბრძანებდა მტანჯველთა მათ ანგელოზთა, რაჲთა არაჲ ქმნან უშჯულოთა მათ ზედა, ვიდრემდე დაისწავლნენ წმიდანი და განყვნენ უკეთურთაგან, რაჲთა არა წარწყმდენ მართალნი ცოდვილთა თანა.

მოციქულისაჲ. (3) ნუ ავნებთ ქუეყანასა, ნუცა ზღუასა, ნუცა ხეთა, ვიდრემდის დავჰბეჭდნეთ მონანი ღმრთისა ჩუენისანი შუბლთა ზედა მათთა.

თარგმანი. ისე ბეჭედი...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის