მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

გამოცხადება 8:6

5. აიღო ანგელოზმა სასაკმევლე, აავსო იგი საკურთხევლის ცეცხლით და გადმოათხია მიწას; და იქმნა გრგვინვა და გრიალი, ელვა და მიწისძვრა.6. და შვიდი ანგელოზი, რომელთაც ჰქონდათ შვიდი საყვირი, გაემზადა საყვირთა ჩასაბერად.7. პირველმა ჩაჰბერა და იქმნა სეტყვა და ცეცხლი, სისხლში არეული, თავს დაატყდა მიწას და ხეთა მესამედი დაიწვა და მთელი მწვანე ბალახი გადაიბუგა.
გამოცხადება თავი 8
6. და შვიდი ანგელოზი, რომელთაც ჰქონდათ შვიდი საყვირი, გაემზადა საყვირთა ჩასაბერად.
წიგნი 8
ანდრია კესარიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus

მოციქულისაჲ. (1) და რაჟამს აღაღო მეშჳდჱ ბეჭედი, იქმნა დუმილი ცათა შინა, ვითარ ნახევარსა ჟამისასა. (2) და ვიხილენ შჳდნი იგი ანგელოზნი რომელნი წინაშე ღმრთისა დგანან. და მიეცნეს მათ შჳდნი საყჳრნი.

თარგმანი. მრავალ-გზის აჴსენებს რიცხუსა ამას შჳდეულისასა სახედ ამის საწუთროჲსა და განსუენებისა მის მერმისა. ამისთჳს უკუე აქაცა აღებაჲ მეშჳდისა ბეჭდისაჲ დაჴსნასა სოფლისასა მოასწავებს. და შჳდნიიგი ანგელოზნი იხილეებიან მსახურად სატანჯველთათჳს უშჯულოთა ზედა მომავალთა. ხოლო დუმილი მოასწავებს ანგელოზთა წესიერებასა და მეორედ მოსლვისა უცნაურებასა მათ მიერცა. ხოლო ჟამისა ნახევარი სიმცირესა ჟამისასა იტყჳს, რაჟამს მოიწინენ წყლულებანი იგი, და ანტჱს მეუფებაჲ გამოჩნდეს.

მოციქულისაჲ. (3) და სხუაჲ ანგელოზი მოვიდა და დადგა საკურთხეველსა ზედა, რომელსა აქუნდა სასაკუმევლჱ ოქროჲსაჲ; და მიეცა მას საკუმეველი ფრიადი, რაჲთა მისცეს იგი ლოცვასა წმიდათასა საკურთხეველსა მას ზედა ოქროჲსასა, რომელ არს წინაშე საყდრისა.

თარგმანი. საკურთხეველი ესე ქრისტე არს, რომლისა მიერ არიან ყოველნი ძალნი ცათანი და მოწამეთა იგი მსხუერპლები მას ზედა შეიწირვის. და მას ზედა დადგა...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის