გოდება იერემიასი 1:10
9. კალთაწაბილწულმა არ იფიქრა, რა ბოლო ექნებოდა, და დაეცა საარაკოდ, არა ჰყავს ნუგეშისმცემელი. მოჰხედე ჩემს ტანჯვას, უფალო, რადგან განდიდდა მტერი.10. მის საგანძურზე მტერმა გაიწოდა ხელი, რადგან ხედავს, რომ შედიან მის საწმიდარში წარმართნი, ვისზედაც ბრძანე, არ შესულიყვნენ შენს კრებულში.11. ოხრავს შენი ერი, პურის მძებნელი; საჭმელში ცვლიან ძვირფასეულობას, რომ სული მოითქვან; მოიხედე, უფალო, და დაინახე, როგორ დავმცირდი.
გოდება იერემიასი თავი 1