გოდება იერემიასი 1:14
13. მაღლიდან ცეცხლი მოავლინა ჩემს ძვლებში; ფერხთა წინ ბადე გამიშალა, წამაქცია, დამაგდო ოხრად და სნეულად სამუდამოდ.14. შეკრულია მისი ხელით ჩემი ცოდვების უღელი, შეკაზმულია და ქედზე მადგას, ძალა წამართვა; მათ ხელში მიმცა უფალმა, ვისგანაც ვეღარ წამოვდექი.15. უფალმა გათელა ჩემს წიაღში ჩემი ფალავნები, მომისია ურდო, რომ შეემუსრა ჩემი მოყმენი; უფალმა გათელა, როგორც საწნახელში, იუდას ქალწული ასულები.
გოდება იერემიასი თავი 1