გოდება იერემიასი 1:16
15. უფალმა გათელა ჩემს წიაღში ჩემი ფალავნები, მომისია ურდო, რომ შეემუსრა ჩემი მოყმენი; უფალმა გათელა, როგორც საწნახელში, იუდას ქალწული ასულები.16. ამას დავტირი, ცრემლად იღვრება ჩემი თვალები, რადგან გამშორდა ნუგეშისმცემელი, ჩემი სულის მომაბრუნებელი; ობლად დარჩნენ ჩემი შვილები, რადგან გამძლავრდა მტერი.17. სიონი ხელებს იწვდის, არავინაა ნუგეშისმცემელი; უფალმა ბრძანა, გარშემოდგომოდნენ იაკობს მტრები; სიბილწედ შეირაცხა იერუსალიმი მათ თვალში.
გოდება იერემიასი თავი 1