გოდება იერემიასი 1:4
3. გადაიხვეწა იუდა, დაბეჩავებული და დამონებული; დასახლდა უცხოთა შორის, ვერ უპოვნია მოსვენება; ვიწროებში დაეწივნენ მისი მდევრები.4. მოთქვამენ სიონის გზები; დღესასწაულზე არავინ დადის, დაცარიელდა მისი ჭიშკრები; ოხრავენ მღვდლები, დანაღვლიანდნენ მისი ქალწულები, თავადაც გამწარებულია სიონი.5. მისი მეტოქენი თავში მოექცნენ, ზეიმობენ მტრები, რადგან უფალმა დასაჯა იგი ბევრი ცოდვებისთვის; მის პატარებს ტყვეებად მირეკავენ მტრები.
გოდება იერემიასი თავი 1