გოდება იერემიასი 1:6
5. მისი მეტოქენი თავში მოექცნენ, ზეიმობენ მტრები, რადგან უფალმა დასაჯა იგი ბევრი ცოდვებისთვის; მის პატარებს ტყვეებად მირეკავენ მტრები.6. გავიდა სიონის ასულისგან მთელი დიდება; მისი მთავრები ქურციკებს გვანან, საძოვრისთვის რომ ვერ მიუგნიათ; და მდევრის წინ მიდიან ღონემიხდილნი.7. გაიხსენა იერუსალიმმა თავისი ტანჯვისა და დევნილობის დღეებში თავისი განძი, ძველად ნაქონი; რომ დაეცა მისი ხალხი მცტრის ხელით და არავინ არის მისი მშველელი; შეჰყურებენ მას მტრები და საცინლად იგდებენ მის შაბათებს.
გოდება იერემიასი თავი 1