გოდება იერემიასი 2:11
10. მდუმარედ სხედან მიწაზე სიონის ასულის უხუცესნი, თავზე ნაცარი აყრიათ და ჯვალოთი არიან შემოსილი; მიწამდე დაუხრიათ თავი იერუსალიმის ქალწულებს.11. ცრემლებმა დამიშრიტეს თვალისჩინი, მეწვის გულ-ღვიძლი, მიწაზე დაიღვარა ჩემი ნაღველი ჩემი ერის ასულის დაღუპვის გამო, რადგან ღონემიხდილნი ყრიან ყმაწვილები და ძუძუთა ბავშვები ქალაქის ქუჩებში.12. დედებს შებღავიან: სად არის პური და ღვინო? და იკრუნჩხებიან დაჭრილებივით ქალაქის ქუჩებში და სულს ღაფავენ დედის კალთებში.
გოდება იერემიასი თავი 2