გოდება იერემიასი 2:13
12. დედებს შებღავიან: სად არის პური და ღვინო? და იკრუნჩხებიან დაჭრილებივით ქალაქის ქუჩებში და სულს ღაფავენ დედის კალთებში.13. რა ვთქვა შენზე, რას შეგადარო, იერუსალიმის ასულო? რას მიგამსგავსო, რომ განუგეშო, სიონის ქალწულო ასულო? რადგან ზღვასავით დიდია შენი დაქცევა, ვინ არის შენი განმკურნებელი?14. შენი წინასწარმეტყველნი ცრუ და სულელურ ხილვებს ხედავდნენ შენთვის, არ გიმხელდნენ შენს შეცოდებებს დაკარგულის დასაბრუნებლად; მხოლოდ ცრუსა და მაცთუნებელ განაჩენს ხედავდნენ შენთვის.
გოდება იერემიასი თავი 2