გოდება იერემიასი 2:16
15. ტაშს შემოჰკრავს შენზე ყოველი გზად ჩამვლელი, დაუსტვენს და თავს გააქნევს იერუსალიმის ასულზე: ეს არის ქალაქი, რომელზეც ამბობდნენ სრულქმნილი მშვენებააო, მთელი ქვეყნის სიხარულიაო?16. ხახა დააღეს შენზე შენმა მტრებმა, უსტვენენ, კბილებს ახრჭიალებენ, ყვირიან: ჩავყლაპეთ უკვე! აჰა, ეს დღე, რომელსაც ველოდით, მოვესწარითო, ვხედავთო მას!17. აღასრულა უფალმა განზრახული; აახდინა თავისი ნათქვამი, რაც ჰქონდა ნაბრძანები ძველთაგანვე; დააქცია და არ შეიბრალა; მტერი გაახარა შენზე, რქა აღუმაღლა შენს დუშმანებს.
გოდება იერემიასი თავი 2