გოდება იერემიასი 2:21
20. მოიხედე, უფალო, და დაინახე, ვის მოექეცი ასე? თუ უჭამიათ დედაკაცებს თავიანთი ნაყოფი, ნალოლიავები ბავშვები? თუ დახოცილან უფლის საწმიდარში მღვდელი და წინასწარმეტყველი?21. ყრიან ქუჩის მტვერში ყმაწვილი და მოხუცი, ჩემი ქალწულები და მოყმეები მახვილით დაეცნენ; დახოცე შენი რისხვის დღეს, დაკალი, არ დაინდე.22. შენ მოიწვიე, როგორც დღესასწაულზე, ჩემი შიშისზარნი ყოველი მხრიდან; და არავინ გაქცეულა, არავინ გადარჩენილა უფლის რისხვის დღეს; ვინც მე ვანებივრე და გავზარდე, მტერმა მოუღო მას ბოლო.
გოდება იერემიასი თავი 2