გოდება იერემიასი 2:4
3. მოსტეხა მთელი რქა ისრაელს მძვინვარე რისხვით; მტერს მოარიდა თავისი მარჯვენა და აგიზგიზდა იაკობში როგორც ცეცხლი, ყოვლის მჭამელი.4. როგორც მტერმა, მოზიდა მშვილდი, აღმართა მარჯვენა დუშმანივით და მოკლა მისი თვალის სიხარული; ცეცხლივით დაანთხია თავისი რისხვა სიონის ასულის კარავში.5. მტერივით გახდა უფალი, შემუსრა ისრაელი, შემუსრა მისი პალატები, დაუქცია ციხე-სიმაგრენი და მოაწია იუდას ასულზე ოხვრა და კვნესა.
გოდება იერემიასი თავი 2