გოდება იერემიასი 4:16
15. შორს უწმიდურნო! უყვიროდნენ, შორს, შორს, არ მოგვეკაროო! ასე გარბოდნენ და დაწანწალებდნენ, ხალხში ამბობდნენ: მეტს აღარ ვაცხოვრებთო აქ.16. თავად უფალმა გაფანტა ისინი, მეტად აღარ მოხედავს მათ; მღვდლებს პატივს არ სცემენ, მოხუცებულთ არ იბრალებენ.17. და კიდევ: დაგვევსო თვალები შემწეობის ამაო მოლოდინში; სათვალთვალო კოშკიდან ვუმზერდით ხალხს, რომელსაც ჩვენი შველა არ შეეძლო.
გოდება იერემიასი თავი 4