იერემია 11:16
15. რა უნდა ჩემს სატრფოს ჩემს სახლში, როცა ამდენი უკეთურება აქვს ჩადენილი? განა უბედურებას აგაშორებს სამსხვერპლო ხორცი, ბოროტებას რომ სჩადიხარ და ხარობ?16. ამწვანებული, მშვენიერი, ნაყოფსავსე ზეთისხილი გიწოდა სახელად უფალმა, მაგრამ დიდი გრგვინვის ხმაზე ცეცხლი წაეკიდა და გაუფუჭდა რტოები.17. ცაბაოთ უფალმა, შენმა დამნერგავმა, უბედურება გიწინასწარმეტყველა ისრაელის სახლის და იუდას სახლის ბოროტების წილ, რომელსაც სჩადიოდნენ ჩემს გასაჯავრებლად, როცა ბაალს უკმევდნენ.
იერემია თავი 11