იერემია 11:19
18. უფალმა მაცოდინა და ვიცი, მაშინ დამანახვა მათი საქმეები.19. უბიწო კრავივით მივყავდი დასაკლავად, მე კი არ ვიცოდი, რას მიპირებდნენ: მოვსპოთ ხე, ვიდრე ნედლიაო, ამოვძირკვოთ ცოცხალთა ქვეყნიდან, რომ აღარ იხსენიებოდესო მისი სახელი.20. ცაბაოთ უფალო, მართალო მსაჯულო, გულთამხილავო, მომასწარი შენს შურისძიებას მათზე, რადგან ჩემი საქმე შენთვის მომინდვია.
იერემია თავი 11