იერემია 11:9
8. მაგრამ არ გაიგონეს, ყური არ მომაპყრეს, ყველა თავის ბოროტ გულისთქმას აჰყვა, და მეც მოვაწიე მათზე სიტყვები ამ აღთქმისა, რომლის შესრულება ვუბრძანე მათ და არ შეასრულეს.9. მითხრა უფალმა: შეთქმულნი არიან იუდაელნი და იერუსალიმის მკვიდრნი.10. კვლავ მიუბრუნდნენ უკეთურებებს მათი მამა-პაპისა, რომელთაც არ სურდათ ჩემი სიტყვების გაგონება; წაჰყვნენ სხვა ღმერთებს თაყვანისსაცემად. დაარღვიეს ისრაელის სახლმა და იუდას სახლმა ჩემი აღთქმა, რომელიც მივეცი მათ მამა-პაპას.
იერემია თავი 11