იერემია 14:13
12. შეუდგებიან მარხვას, მაგრამ მე არ მოვისმენ მათ ვედრებას. მომიტანენ აღსავლენს და შესაწირავს, მაინც არ შევიტკბობ მათ, რადგან მახვილით, შიმშილით და შავი ჭირით ვაპირებ მათ ამოწყვეტას.13. ვთქვი: ეჰა, უფალო ღმერთო, წინასწარმეტყველნი ეუბნებიან მათ: არ იხილავთ მახვილს და არ მოესწრებითო შიმშილობას; მტკიცე მშვიდობას მოგანიჭებთო ამ ადგილზე.14. მითხრა უფალმა: სიცრუეა, რასაც წინასწარმეტყველნი ჩემი სახელით ქადაგებენ. მე არ გამომიგზავნია, არ დამირიგებია ისინი, არ მილაპარაკნია მათთან. ცრუ ხილვებს, მისნობას, სიყალბეს და თავიანთი გულის გამონაგონს გიქადაგებენ ისინი.
იერემია თავი 14