იერემია 14:15
14. მითხრა უფალმა: სიცრუეა, რასაც წინასწარმეტყველნი ჩემი სახელით ქადაგებენ. მე არ გამომიგზავნია, არ დამირიგებია ისინი, არ მილაპარაკნია მათთან. ცრუ ხილვებს, მისნობას, სიყალბეს და თავიანთი გულის გამონაგონს გიქადაგებენ ისინი.15. ამიტომ ასე ამბობს უფალი წინასწარმეტყველებაზე: ქადაგებენ ჩემი სახელით, თუმცა მე არ გამომიგზავნია ისინი; ამბობენ, მახვილი და შიმშილობა არ იქნებაო ამ ქვეყანაში, მაგრამ თავად ეს წინასწარმეტყველნი გაწყდებიან მახვილითა და შიმშილით.16. ის ხალხიც, რომელსაც ისინი უქადაგებენ, შიმშილისა და მახვილის მსხვერპლი გახდება და იერუსალიმის ქუჩებში დაიყრება. დამმარხველიც არ ეყოლებათ მათ, არც მათ ცოლებს, არც მათ ვაჟებს, არც მათ ასულებს. მათ ბოროტებას მათვე გადავანთხევ.
იერემია თავი 14