იერემია 14:2
1. უფლის სიტყვა, რომელიც იყო იერემიას მიმართ, გვალვის გამო.2. გლოვობს იუდა, ჩაკვდნენ მისი ჭიშკრები, თავი ჩაქინდრეს; იერუსალიმი ხმამაღლა კივის.3. დიდებულნი წყალზე გზავნიან თავიანთ ყმებს, მიდიან ჭებთან და წყალს ვერ პოულობენ. ცარიელი ჭურჭლებით ბრუნდებიან უკან გაწბილებულნი, სირცხვილისაგან თავს იბურავენ.
იერემია თავი 14