იერემია 14:20
19. ნუთუ საბოლოოდ შეიძულე იუდა? ნუთუ შეიზიზღა შენმა სულმა სიონი? რატომ დაგვლახვრე ისე, რომ ვეღარ ვიკურნებით? მშვიდობის იმედი გვაქვს და არ ჩანს სიკეთე; ველით განკურნების ჟამს და, აჰა - საშინელება!20. ვაღიარებ, უფალო ჩვენს უგუნურებებს, ჩვენი მამა-პაპის დანაშაულს, რადგან ცოდვილნი ვართ შენს წინაშე.21. ნუ შეგვიძულებ, შენი სახელის გულისთვის, ნუ დაამდაბლებ შენი დიდების ტახტს. გაიხსენე, ნუ დაარღვევ შენს აღთქმას ჩვენთან.
იერემია თავი 14