იერემია 15:7
6. შენ მიმატოვე მე, ამბობს უფალი, უკან გაბრუნდი. ამიტომაც ხელს მოგიღერებ და დაგღუპავ. დამღალა შეწყალებამ.7. გავანიავე ისინი სანიავებლით ქვეყნის კარიბჭეთა მიღმა; ძირიანად ამოვაგდე, გავანადგურე ჩემი ერი, რადგან არ მოიქცნენ თავიანთი გზიდან.8. ზღვის ქვიშასავით გამიმრავლდნენ მისი ქვრივები; მივუსიე ჭაბუკის დედას შუადღის ამაოხრებელი, უეცრად დავატეხე მათ შიში და ზარი.
იერემია თავი 15