იერემია 15:9
8. ზღვის ქვიშასავით გამიმრავლდნენ მისი ქვრივები; მივუსიე ჭაბუკის დედას შუადღის ამაოხრებელი, უეცრად დავატეხე მათ შიში და ზარი.9. ღონემიხდილია შვიდის მშობელი, სულს ღაფავს, შუადღისას ჩაესვენა მისი მზე; შერცხვენილია და გაწბილებული. დანარჩენებს მახვილს მივცემ მათი მტრის წინაშე, ამბობს უფალი.10. ვაიმე, დედაჩემო, მთელი ქვეყნის მბრალდებელად და მოდავედ რომ გიშობივარ! არც გამისესხებია და არცვის უსესხებია ჩემგან, და მაინც ყველანი მე მწყევლიან.
იერემია თავი 15