იერემია 16:11
10. როცა იქნება და გამოუცხადებ ამ ხალხს ყველა ამ სიტყვას და შეგეკითხებიან: რისთვის გვიპირებს უფალი ამ დიდ უბედურებას? რა დანაშაული გვაქვს, რა შევცოდეთ ჩვენს უფალ ღმერთსო?11. უპასუხე: იმისთვის, რომ მიმატოვა თქვენმა მამა-პაპამ, ამბობს უფალი, წაყვნენ უცხო ღმერთებს, ემსახურებოდნენ და თაყვანს სცემდნენ მათ. მიმატოვეს და ჩემი რჯულიც დაივიწყეს.12. თქვენ კი თქვენს მამა-პაპას გადააჭარბეთ ბოროტებაში, აჰყოლიხართ ბოროტ გულისთქმას და ყურს არ მიგდებთ.
იერემია თავი 16