იერემია 16:14
13. ამიტომაც გაგაგდებთ ამ ქვეყნიდან სხვა ქვეყანაში, რომელსაც არ იცნობთ და არც თქვენი მამა-პაპა იცნობდა, რათა დღედაღამ ემსახუროთ იქ უცხო ღმერთებს, რადგან შეუბრალებელი ვიქნები თქვენს მიმართ.14. აჰა, დადგება ჟამი, ამბობს უფალი, როცა აღარ იტყვიან: ვფიცავ უფალს, რომელმაც ეგვიპტის ქვეყნიდან გამოიყვანა ისრაელიანებიო,15. არამედ: ვფიცავ უფალს, რომელმაც გამოიყვანა ისრაელიანები ჩრდილოეთის ქვეყნიდან და ყველა ქვეყნიდან, სადაც კი განდევნილი ჰყავდა ისინიო, რადგან დავაბრუნებ მათ თავიანთ მიწაზე, რომელიც მათ მამა-პაპას მივეცი.
იერემია თავი 16