იერემია 19:3
2. გადი ბენ-ჰინომის ველზე მეთუნეთა კარიბჭიდან და გამოაცხადე იქ სიტყვები, რომელთაც გეტყვი.3. თქვი: გაიგონეთ უფლის სიტყვა, იუდას მეფენო და იერუსალიმის მკვიდრნო: ასე თქვა ცაბაოთ უფალმა, ისრაელის ღმერთმა: აჰა, მომაქვს ამ ადგილისთვის უბედურება, რომლის გამგონეს ყველას ყურები აუზრიალდება.4. ეს იმის გულისთვის, რომ დამივიწყეს და გააუცხოვეს ეს ადგილი; უკმევენ აქ უცხო ღმერთებს, რომელთაც არც თვითონ და არც მათი მამა-პაპანი - იუდას მეფეები იცნობდნენ. აავსეს უბრალოთა სისხლით ეს ადგილი.
იერემია თავი 19