იერემია 20:3
2. და სცემა ფაშხურმა იერემია წინასწარმეტყველს და ჩააგდო იგი დილეგში, ბენიამინის ზემო კარიბჭესთან რომ იყო, უფლის სახლში.3. მაგრამ მეორე დღეს გამოუშვა ფაშხურმა იერემია დილეგიდან და უთხრა მას იერემიამ: ფაშხურს კი აღარ დაგიძახებს უფალი, არამედ შიშის ზარს ირგვლივ.4. რადგან ასე ამბობს უფალი: აჰა, შიში ზარს დაგცემ შენ და შენს მეგობრებს, დაეცემიან ისინი მტრების მახვილისგან და შენი თვალით იხილავ ამას. ბაბილონელთა მეფის ხელში ჩავაგდებ მთელს იუდას, გადაასახლებს მათ ბაბილონში და მახვილით ამოსწყვეტს.
იერემია თავი 20