იერემია 20:6
5. გავცემ ამ ქალაქის მთელს ქონებას, მთელს მის ჭირნახულს, მთელს ძვირფასეულობას და იუდას მეფეების მთელს საგანძურს, და ხელში ჩავუგდებ მათ მტრებს. გაძარცვავენ, დაიტაცებენ და ბაბილონში წაიღებენ.6. და შენც, ფაშხურ, ტყვედ წახვალ ბაბილონს-მთელი შენი სახლითურთ და იქ მოკვდები; იქ დაიმარხებით შენც და ყველა შენი მეგობარი, რომელთაც ცრუდ უწინასწარმეტყველებდი.7. შენ გადამიბირე, უფალო, და მეც დაგყევი; ჩამიჭირე და დამძალე; ყოველდღე საცინლად მიგდებენ, ყველა მამასხრებს.
იერემია თავი 20