იერემია 20:9
8. როგორც კი ავლაპარაკდები, ჩივილი აღმომხდება ძარცვა-გლეჯის გამო. ამიტომაც გადამექცა უფლის სიტყვა ყოველდღიურ დაცინვად და დამცირებად.9. ვიფიქრე: დავივიწყებ მას და აღარ ვილაპარაკებ-მეთქი მისი სახელით, მაგრამ ცეცხლივით ამიგიზგიზდა გულში, ძვლებამდე გამატანა, ვცდილობდი გამეძლო, მაგრამ ვერ შევძელი.10. რადგან მესმის ბრბოსგან ცილისწამება და მუქარა ირგვლივ: დაასმინეთ და ჩვენც დავასმენთ. ჩემი მოზავენი, ჩემს დაღუპვას დადარაჯებულნი, ამბობენ: იქნებ ცთუნებაში ჩავარდეს, მაშინ ვძლევთ მას და შურს ვიძიებთო.
იერემია თავი 20