იერემია 21:7
6. მუსრს გავავლებ ამ ქალაქის მცხოვრებლებს, კაცსა და პირუტყვს; დაიხოცებიან დიდი ჭირისგან.7. ამის შემდეგ, ამბობს უფალი, ჩავაგდებ ციდკიას, იუდას მეფეს, და მის მორჩილებს, ხალხს და ყველას, ვინც ამ ქალაქში ჭირს, მახვილს და შიმშილს გადაურჩა, ნაბუქოდონოსორის, ბაბილონის მეფის ხელში, მათი მტრების ხელში, მის მესისხლეთა ხელში; და იგი მახვილით მოსრავს მათ, არ შეიწყალებს, არ შეიბრალებს, არ დაინდობს.8. ამ ხალხს კი უთხარი: ასე ამბობს-თქო უფალი; აჰა, დამიდევს თქვენს წინაშე სიცოცხლის გზა და სიკვდილის გზა.
იერემია თავი 21