იერემია 22:14
13. ვაი იმას, ვინც უსამართლობით იშენებს სახლს და უკანონოდ - ზემოთვალებს; ვინც მუქთად ამუშავებს თავის ახლობელს და გასამრჯელოს არ აძლევს!14. ვინც ამბობს: ავიშენებ ფართო სახლს და ვრცელ ზემოთვალს, და გამოჭრის თვისთვის სარკმლებს, კედრით მოაპირკეთებს და წითლად შეღებავს.15. იმიტომ ხომ არ მეფობ, რომ კედარზე შეიშალო? მამაშენიც ხომ ჭამდა და სვამდა, მაგრამ წესსა და სამართალს იცავდა, და სიკეთე იყო მისთვის.
იერემია თავი 22