იერემია 22:2
1. ასე ამბობს უფალი: ჩადი იუდას მეფის სახლში და გამოაცხადე იქ ეს სიტყვა.2. თქვი: გაიგონეთ უფლის სიტყვა, იუდას მეფევ, დავითის მოსაყდრევ, შენ და შენმა მორჩილებმა, და ხალხმა, ამ კარიბჭეებში შემომსვლელმა.3. ასე ამბობს უფალი: ქმენით სამართალი და სიმართლე, იხსენით გაძარცული მოძალადის ხელიდან, ნუ დაჩაგრავთ და ნუ გაღლეტთ ხიზანს, ობოლსა და ქვრივს, ნუ დაღვრით ამ ადგილზე უბრალო სისხლს.
იერემია თავი 22