იერემია 25:30
29. რადგან, აჰა, სწორედ ამ ქალაქში, რომელიც ჩემი სახელით იწოდება, დავიწყებ განადგურებას. ხომ არ გგონიათ, დაუსჯელნი დარჩეთ? არ დარჩებით დაუსჯელნი, რადგან მახვილს მოვუხმობ ამ ქვეყნის ყველა მკვიდრის წინააღმდეგ, ამბობს ცაბაოთ უფალი.30. უქადაგე მათ ეს სიტყვები და უთხარი: ზეგარდამო იგრგვინებს უფალი და თავისი წმიდა სადგომიდან მოიღებს ხმას; მეხივით იგრგვინებს თავის ფარეხზე, ყურძნის მწნეხავივით იყიჟინებს ქვეყნის ყველა მკვიდრზე.31. ქვეყნის კიდემდე მიაწევს განგაში, რადგან დავა ექნება უფალს ხალხებთან; ყველა ხორციელის განსჯას აპირებს. ბოროტმოქმედნი მახვილს უნდა მისცეს, ამბობს უფალი.
იერემია თავი 25