იერემია 32:20
19. დიდგანმზრახველო და მრავალმოქმედო, რომელსაც ღია გაქვს თვალები ადამის ძეთა საქციელის მიმართ, რათა მიაგო თითოეულს თავისი საქციელისა და თავისი ნამოქმედარის მიხედვით.20. რომელმაც მოახდინე ნიშები და სასწაულები ეგვიპტის ქვეყანაში, და დღემდე ახდენ ისრაელში და ადამის მოდგმაში, და მოიხვეჭე სახელი, როგორიც დღესა გაქვს.21. შენ გამოიყვანე შენი ერი ისრაელი ეგვიპტის ქვეყნიდან ნიშებითა და სასწაულებით, მაგარი ხელითა და მოღერებული მკლავით, დიდი შიშისზარის მეოხებით.
იერემია თავი 32