იერემია 32:29
28. ამიტომ ასე ამბობს უფალი: აჰა, ხელში ჩავუგდებ ამ ქალაქს ქალდეველებს და ნაბუქოდონოსორს, ბაბილონის მეფეს, რომელიც დაიპყრობს მას.29. მოვლენ ქალდეველები, რომლებიც უტევენ ამ ქალაქს, ცეცხლში დასწვავენ ამ ქალაქს, გადაბუგავენ სახლებიანად, რომლის ბანებზე ბაალს უკმევდნენ და უცხო ღმერთებს უღვრიდნენ საღვრელს ჩემს გასაჯავრებლად;30. რადგან მხოლოდ ბოროტებას სჩადიოდნენ ჩემს თვალში ისრაელიანები და იუდაელები სიყმაწვილიდანვე; რადგან მხოლოდ მაჯავრებდნენ ისრაელირები თავიანთი ხელის ნამოქმედარით, ამბობს უფალი.
იერემია თავი 32