იერემია 33:21
20. ასე ამბობს უფალი: თუ შეგეძლებათ დაარღვიოთ ჩემი აღთქმა დღის მიმართ და ჩემი აღთქმა ღამის მიმართ, რომ თავის დროზე არ ენაცვლებოდეს ერთმანეთს დღე და ღამე,21. მაშინ დაირღვევა ჩემი აღთქმაც დავითთან - ჩემს მორჩილთან, რომ აღარ ეყოლოს ძე მის ტახტზე გასამეფებელი, და ლევიან მღვდლებთან - ჩემს მსახურებთან.22. როგორც ცის მხედრობაა აღურაცხელი და ზღვის ქვიშაა განუზომელი, ასევე გავამრავლებ ჩემი მორჩილის - დავითის თესლს, და ლევიანებს, რომლებიც მემსახურებიან მე.
იერემია თავი 33