იერემია 34:13
12. იყო უფლის სიტყვა იერემიას მიმართ უფლისგან ნათქვამი:13. ასე ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი: მე დავდევი აღთქმა თქვენს მამა-პაპასთან, როცა ეგვიპტის ქვეყნიდან, მონობის სახლიდან, გამომყავდა ისინი, ვუთხარი:14. ყოველ მეშვიდე წელს გაუშვით თითოეულმა თქვენი მოძმე ებრაელი, რომელიც მოგეყიდათ და ექვს წელიწადს გემსახურებოდათ; თავისუფლად გაუშვი-მეთქი შენგან. მაგრამ არ გამიგონა თქვენმა მამა-პაპამ და ყური არ მათხოვა.
იერემია თავი 34