იერემია 36:14
13. მოახსენა მათ მიქაიამ ყოველი სიტყვა, რაც გაიგონა, როცა ბარუქი წიგნიდან კითხულობდა ხალხის გასაგონად.14. მაშინ გაგზავნეს მთავრებმა ბარუქთან იეჰუდი, ნეთანიას ძე, შელამიას ძე, ქუშის ძე და შეუთვალეს: აიღე ხელში გრაგნილი, რომელსაც ხალხის გასაგონად კითხულობდი, და მოდი. აიღო ბარუქ ნერიას ძემ ხელში გრაგნილი და მივიდა მათთან.15. უთხრეს: დაჯექი და წაიკითხე ჩვენს გასაგონად. წაიკითხა ბარუქმაც მათ გასაგონად.
იერემია თავი 36