იერემია 36:3
2. აიღე საწერი გრაგნილი და დაწერე ზედ ყოველი სიტყვა, რაც მითქვამს შენთვის ისრაელზე, იუდაზე და ყველა ხალხზე იმ დღიდან, რაც ლაპარაკი დაგიწყე - იოშიას გამეფებიდან დღემდე.3. იქნებ შეაფიქრიანოს იუდას სახლი ყველა უბედურებამ, რის ქმნასაც ვუპირებ მათ, იქნებ მიატოვონ თავიანთი ბოროტი გზა და ვაპატიო დანაშაული და შეცოდება.4. უხმო იერემიამ ბარუქ ნერიას ძეს და დაწერა ბარუქმა გრაგნილზე იერემიას კარნახით უფლის ყოველი სიტყვა, რაც ნათქვამი ჰქონდა იერემიასთვის უფალს.
იერემია თავი 36