იერემია 36:31
30. ამიტომ ასე ამბობს უფალი იეჰთაკიმ იუდას მეფეზე: არ ეყოლება მას შთამომავალი, დავითის მოსაყდრე. ეგდება მისი გვამი დღის ხვატში და ღამის ყინვაში.31. დავსჯი მას, მის მოდგმას და მის მორჩილებს მათი დანაშაულის გამო; მოვუვლენ მათ - იერუსალიმის ყველა მცხოვრებს და იუდას ხალხს ყველა უბედურებას, რითაც ვემუქრებოდი, მაგრამ არ ესმოდათ.32. აიღო იერემიამ მეორე გრაგნილი და მისცა იგი ბარუქ ნერიას ძეს, მწერალს, და მანაც დაწერა მასზე იერემიას კარნახით ყოველი სიტყვა იმ წიგნისა, რომელიც დაწვა ცეცხლში იეჰოაკიმმა, იუდას მეფემ. მას კიდევ დაემატა სხვა ბევრი მსგავსი სიტყვა.
იერემია თავი 36