იერემია 38:15
14. გაგზავნა კაცი მეფე ციდკიამ და მოაყვანინა იერემია წინასწარმეტყველი თავისთან, უფლის სახლის მესამე შესასვლელთან, და უთხრა მეფემ იერემიას: ერთ რამეს შეგეკითხები, არაფერი დამიმალო.15. უთხრა იერემიამ ციდკიას: თუ გაგიმხილე, ხომ სიკვდილით დამსჯი? და თუ გირჩიე რამე, მაინც არ გამიგონებ.16. საიდუმლოდ დაუფიცა იერემიას მეფე ციდკიამ და უთხრა: უფალს გეფიცები, რომელმაც ეს სული ჩაგვიდგა, თუ სიკვდილით დაგსაჯო ან თუ იმათ ხელში ჩაგაგდო, შენი სიკვდილი რომ სწადიათ.
იერემია თავი 38