იერემია 38:17
16. საიდუმლოდ დაუფიცა იერემიას მეფე ციდკიამ და უთხრა: უფალს გეფიცები, რომელმაც ეს სული ჩაგვიდგა, თუ სიკვდილით დაგსაჯო ან თუ იმათ ხელში ჩაგაგდო, შენი სიკვდილი რომ სწადიათ.17. უთხრა იერემიამ ციდკიას: ასე ამბობს უფალი, ცაბაოთ ღმერთი, ისრაელის ღმერთი: თუ ჩაბარდები ბაბილონის მეფის სარდლებს, სიცოცხლეს იხსნი და ეს ქალაქიც არ დაიწვება ცეცხლში. შენც გადარჩები და შენი სახლიც.18. თუ არ ჩაბარდები ბაბილონის მეფეს, ქალდეველთა ხელში ჩავარდება ეს ქალაქი და ცეცხლში დაწვავენ. ვერც შენ წაუხვალ მათ ხელიდან.
იერემია თავი 38