იერემია 38:5
4. უთხრეს მთავრებმა მეფეს: სიკვდილით უნდა დაისაჯოს ეს კაცი იმის გამო, რომ იმედს უკარგავს ამ ქალაქში დარჩენილ მეომრებს და მთელს ხალხს ამგვარი ლაპარაკით. რადგან მშვიდობას კი არ ეძებს ეს კაცი ამ ხალხისთვის, არამედ უბედურებას.5. თქვა მეფე ციდკიამ: აჰა, თქვენს ხელშია იგი. რადგან არაფერი შეუძლია, რადგან რას გააწყობს მეფე თქვენს წინააღმდეგ?6. აიყვანეს იერემია და ჩააგდეს უფლისწულ მალქიას ჭაში, საყარაულო ეზოში რომ იყო. ბაწრებით ჩაუშვეს შიგ იერემია. წყალი არ იდგა ჭაში, მხოლოდ შლამი იყო და ჩაეფლო იერემია შლამში.
იერემია თავი 38