იერემია 39:5
4. როგორც კი დაინახეს ისინი იუდას მეფე ციდკიამ და მისმა მეომრებმა, გაიქცნენ და გავიდნენ ღამით ქალაქიდან მეფის ბაღის გზით, კარიბჭეში, ორ კედელს შორის რომ არის, და დაადგნენ ყარაბას გზას.5. უკან დაედევნა მათ ქალდეველთა ლაშქარი და მიეწია ციდკიას იერიქონის ველზე. შეიპყრეს და მიჰგვარეს ნაბუქოდონოსორს, ბაბილონის მეფეს, რიბლაში, ხამათის ქვეყანაში, და მანაც განაჩენი გამოუტანა ციდკიას.6. თვალწინ დაუხოცა რიბლაში ბაბილონის მეფემ შვილები ციდკიას. იუდაელი წარჩინებულნიც დახოცა ბაბილონის მეფემ.
იერემია თავი 39