იერემია 40:2
1. სიტყვა, რომელიც იყო იერემიას მიმართ უფლისგან მას შემდეგ, რაც გაუშვა იგი ნებუზარადანმა, ქონდაქართუხუცესმა, რამადან; როცა გამოიყვანა, ბორკილდადებული იყო იგი დატყვევებულ იერუსალიმელებსა და იუდაელებს შორის, რომლებიც ბაბილონში უნდა გადაესახლებინათ.2. გამოიყვანა ქონდაქართუხუცესმა იერემია და უთხრა: უფალმა, თქვენმა ღმერთმა, შეაჩვენა ეს ადგილი;3. აახდინა უფალმა და ისე გააკეთა, როგორც ნათქვამი ჰქონდა, რადგან შესცოდეთ უფალს და არ გაიგონეთ მისი ხმა. ამიტომაც შეგემთხვათ ეს ამბავი.
იერემია თავი 40