იერემია 40:4
3. აახდინა უფალმა და ისე გააკეთა, როგორც ნათქვამი ჰქონდა, რადგან შესცოდეთ უფალს და არ გაიგონეთ მისი ხმა. ამიტომაც შეგემთხვათ ეს ამბავი.4. აჰა, ახლა გათავისუფლებ ბორკილებისგან, ხელზე რომ გადევს. თუ გინდა ჩემთან ერთად ბაბილონში წამოსვლა, წამოდი და მზრუნველობას არ მოგაკლებ; თუ არ გინდა ჩემთან ერთად ბაბილონში წამოსვლა, ნუ წამოხვალ. შენს წინაა მთელი ქვეყანა, სადაც მოგეწონოს და უკეთესად მოგეჩვენოს, იქ წადი.5. ჯერ პასუხი არ ჰქონდა გაცემული - ან დაბრუნდი გედალიასთან, ძესთან ახიკამისა, ძისა შაფანისა, რომელსაც ბაბილონის მეფემ იუდას ქალაქები ჩააბარა, და იცხოვრე იქ, ხალხში; ან სადაც მიაგეწონება, იქ წადი. მისცა მას ქონდაქართუხუცესმა საგზალი და საჩუქარი და გაუშვა.
იერემია თავი 40