იერემია 41:17
16. წაიყვანეს იოხანან კარეახის ძემ და მასთან მყოფმა მხედართმთავრებმა მთელი დანარჩომი ხალხი, რომელიც ტყვედ წამოასხა მიცფადან ისმაელ ნეთანიას ძემ გედალია ახიკამის ძის მოკვლის შემდეგ, მათ შორის: მამაკაცები, მეომრები, ქალები და ბავშვები, საჭურისები, რომლებიც გაბაონიდან დააბრუნა.17. წავიდნენ და დადგნენ გერუთ-ქიმჰამთან, ბეთლემის მახლობლად, რომ ეგვიპტეში გადასულიყვნენ და18. გარიდებოდნენ ქალდეველებს; ეშინოდათ მათი, რადგან ისმაელ ნეთანიას ძემ მოკლა გედალია ახიკამის ძე, რომლისთვისაც ჩაბარებული ჰქონდა ქვეყანა ბაბილონის მეფეს.
იერემია თავი 41