იერემია 42:18
17. ყველა, ვინც კი ეგვიპტეში დასარჩენად წასვლას გადაწყვეტს, გაწყდება მახვილით, შიმშილით და შავი ჭირით; ვერავინ გადარჩება მათგან და ვერავინ გაექცევა უბედურებას, რასაც მათ დავათევ.18. რადგან ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: როგორც იერუსალიმზე გადმოინთხა ჩემი მძვინვარება და რისხვა, ასევე გადმოინთხევა ჩემი რისხვა თქვენზე, როცა ეგვიპტეში მიხვალთ. შესაჩვენებელი, შესაზარებელი, საგინებელი და შესარცხვენელი გახდებით და ვეღარასოდეს იხილავთ ამ ადგილს.19. თქვენზე ილაპარაკა უფალმა, იუდას ნატამალო. ნუ წახვალთ ეგვიპტეში. იცოდეთ, გამიფრთხილებიხართ დღეს.
იერემია თავი 42