იერემია 42:5
4. უთხრა მათ იერემია წინასწარმეტყველმა: კეთილი. ახლა ვილოცებ უფლის, თქვენი ღვთის მიმართ, თქვენი თხოვნისამებრ, და ყველაფერს გამოგიცხადებთ, რასაც უფალი გიპასუხებთ, არაფერს დაგიმალავთ.5. უთხრეს იერემიას: უფალი იყოს ჭეშმარიტი და სარწმუნო მოწმე ჩვენს წინააღმდეგ, თუ ყველაფერი ისე არ შევასრულეთ, როგორც უფალი, შენი ღმერთი დაგაბარებს ჩვენთან.6. კარგი იქნება თუ ცუდი, დავუჯერებთ უფალს, ჩვენს ღმერთს, ვისთანაც ჩვენ გაგზავნით, რომ კეთილს ვეწიოთ. ნამდვილად დავუჯერებთ უფალს, ჩვენ ღმერთს.
იერემია თავი 42