იერემია 44:12
11. ამიტომ ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი; აჰა, საუბედუროდ და ამოსაძირკვად მივაქცევ პირს მთელი იუდასკენ.12. ავიყვან იუდას ნატამალს, რომელმაც პირი მიაქცია ეგვიპტეში წასასვლელად და იქ საცხოვრებლად, და გაწყდება ყველა ეგვიპტის ქვეყანაში. დაეცემიან მახვილით და შიმშილით გაწყდებიან; დიდიან-პატარიანად მახვილით და შიმშილით დაიხოცებიან; შესაჩვენებელი, შესაზარებელი, შესაგინებელი და შესარცხვენელი გახდებიან.13. დავსჯი ეგვიპტის ქვეყანაში მცხოვრებლებსაც, როგორც იერუსალიმი დავსაჯე მახვილით, შიმშილითა და შავი ჭირით.
იერემია თავი 44