იერემია 44:27
26. ამიტომ ისმინე უფლის სიტყვა, მთელო იუდავ, ეგვიპტის ქვეყნად მცხოვრებო! აჰა, ჩემს დიად სახელს ვფიცავ, ამბობს უფალი, თუ ამიერიდან ერთმა იუდაელმა მაინც ახსენოს მთელს ეგვიპტეში ჩემი სახელი, ისე უფალმა იცოცხლოსო.27. აჰა, თქვენს საუბედუროდ ვიზრუნებ თქვენზე, არა სასიკეთოდ, და მახვილით, შიმშილით და შავი ჭირით დაილევა ეგვიპტეში მყოფი ყველა იუდაელი, ვიდრე საბოლოოდ არ დაილევიან.28. მახვილს გადარჩენილნი, ძალზე მცირენი, დაბრუნდებიან ეგვიპტიდან იუდას ქვეყნად; მაშინ გაიგებს იუდას ნატამალი, რომელიც ეგვიპტეში ჩავიდა, საცხოვრებლად, ვისი სიტყვა ახდება: ჩემი თუ მათი?
იერემია თავი 44